5%

ბათუმი

ბათუმი გამოირჩევა ტურისტთა სიმრავლით, ბათუმი დღითი-დღე იზრდება და ლამაზდება. ამ ქალაქის აქტიური ცხოვრების რიტმი  სხვადასხვა ინტერესების მქონე დამსვენებელს იზიდავს. „სიყვარულის და შეყვარებულთა ქალაქად“ წოდებულ ბათუმში ზაფხულში   ულამაზესი ზღვისა და მთის საოცარი სინთეზი, წელიწადის ნებისმიერ დროს კი   მრავალფეროვანი კულტურული ცხოვრება გელოდებათ. ბათუმში იმართება  საერთაშორისო   კონფერენციები, სემინარები, ფესტივალები, სიმპოზიუმები, გრანდიოზული კონცერტები, სხვადასხვა შემეცნებითი თუ გასართობი ღონისძიებები. ბათუმი მასპინძლობს მსოფლიო ვარსკვლავებს, ქალაქში მუდმივად შეინიშნება ინფრასტრუქტურული ზრდა, შენდება და ფართოვდება დასასვენებელი ადგილები. მალე გაიხნება ველო-ტრასა. ბათუმის ზღვისპირა პარკში  ულამაზესი მცენარეების, აკვარიუმის, დელფინარიუმის ნახვა და სხვადასხვა გასართობი ატრაქციონით თუ სპორტული მოედნით სარგებლობა შეგიძლიათ. მცენარეთა მრავალფეროვნებით გამორჩევა ბათუმის ბოტანიკური ბაღი. აქვეა ულამასეზი არდაგანის ტბა. ტბაზე არის ორი ხელოვნური კუნძული, ამფითეატრი და ფრანგული შადრევანი. ბათუმში არის ასევე გონიოს ციხე, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი,  ჭადრაკის სასახლე, მსოფლიოში ცნობილი მხატვრის ლადო გუდიაშვილის სამხატვრო სახლი და ა შ. იმოგზაურეთ ბათუმში და ეზიარეთ ამ ქალაქის აქტიურ და მიმზიდველ ცხოვრებას.

ბათუმი ერთ-ერთი უდამაზესი და პოპულარული კურორტი და ტურისტული ცენტრი საქართველოში, თავისი განუმეორებელი ბუნებით და 7 კილომეტრიანი ულამაზესი ბულვარით. გამოსარჩევია ტბაზე გაშენებული ბოტანიკური ბაღი სადაც გაშენებულია მრავალნაირი სუბტროპიკული მცენარეები, დელფინარიუმი.

ღირშესანიშნავია უზარმაზარ ფართობზე გადაჭიმული ბოტანიკური ბაღი თავისი უნიკალკრი მცენარეებით, ბაღი თავისი განუმეორებლობით მსოფლიოს ბოტანიკური ბაღებისა და მცენარეთა დაცვის საერთაშორისო სიაშია შეყვანილი.

ბაღში აღრიცხულია მერქნიან მცენარეთა უამრავი სახეობა, მომხიბვლელია ფლორისტიკური თვალსაზრისით, ფლორა და ფაუნის კლიმატურ სარტყლებად დაყოფა, რითიც ბოტანიკური ბაღი მნახველთათვის მიმზიდველია ზამთარ-ზაფხულ მთელი წლის განმავლობაში, მიმზიდველია ისეთი მცენარეებით როგორიცაა: ევკალიპტი, კანარის ფინიკის, მარადმწვანე სექვოია, იაპონური კრიპტომერია, დიდყვავილა მაგნოლია, ჭაობის კვიპაროსი და სხვა.

გამოირჩევა უნიკალური ვერანდებით, დასასვენებლი პლათფორმებით, პანორამული ხედებით და არაჩვეულებრივი ფერად თევზებიანი აუზით.

ბათუმში ფუნქციონირებს დელფინარიუმი სადაც ცხოვრობენ გაწვრთვნილი ზღვის ძუძუმწოვარა ცხოველები, მათ შორის: ზღვის ლომები, დელფინები. ხოლო დელფინარიუმის აკვაპარკში ბინადრობენ უამრავი სახეობის ზღვის ბინადრები

ბათუმსა და აჭარის რეგიონში იბერიელი და მესხი ხუროთმოძღვრების მიერ მშენებლები ქვის თაღოვანი ხიდებია შემორჩენილი, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობა თამარის ხიდებს უწოდებენ.

ბათუმის ერთ-ერთი ულამაზესი სანახაობა 36 მეტრის სიმაღლის მახუნცეთის ჩანჩქერი, ჩანჩქერთან განლაგებულია დასასვენებელი ინფრასტრუქტურა

ერთ-ერთი პოპულარული პარკი აჭარაში, რომელსაც მისი ადგილმდებარეობის და უხვტენიანობის გამო ეწოდება მტირალას პარკი

ღირშენაიშნავია თავისი კოლორიტით და ბუნებრივად გაშენებული იშვიათი ფლორა და ფაუნით

ანაკლია— ზღვისპირა კურორტი, დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდეობარეობს. ანაკლიის არაჩვეულებრივი კლიმატური პირობები და მცირენალექიანობა  უამრავ დამსვენებელს იზიდავს. ამ ქალაქში  განახლებული ინფრასტრუქტურაა, ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების, აკვაპარკის, იახტკლუბის, ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი საფეხბურთო მოედნების, ამფითეატრის გარდა უამრავი ორიგინალური, უცხო და განსხვავებული სამშენებლო პროექტები იგეგმება და ხორციელდება. კურორტი სიძველისა და თანამედროვეობის საოცარი შერწყმაა, აქ შეგიძლიათ იხილოთ ანაკლიის უძველესი ციხე და ამავე დროს ქართულ სტილს შეხამებული უახლესი ქალაქი. ანაკლიას აქვს ესპანელი არქიტექტორის მიერ არის დაპროექტებული ბულვარი, ასევე განმუხურის და ანაკლიის დამაკავშირებელი 540 მეტრიანი  ხის ხიდი. მსგავსი სიგრძის ხის ხიდი არათუ საქართველოში, მთელ ევროპაში არ არსებობს.  ანაკლიასთან ახლოს მდებარეობს  სამკურნალო, სამთო კურორტი სქური. სქური ისტორიული ადგილია. მას ბალნეოლოგიური დანიშნულება აქვს, არაჩვეულებრივი ადგილია დასასვენებლად და სამთო ტურიზმის მოყვარულთათვის. ზღვისა და მთის ლანდშაფტის მონაცვლეობისას შთაბეჭდილებები უფრო მძაფრია. იმოგზაურეთ ჩვენთან და გაიცადეთ ზღვისა და მთის ჰაერის საოცრად დადებითი სინთეზი.

საქართველოში შავი ზღვის  კურორტებია- ასევე ქობულეთი, სარფი, ურეკი, მწვანე კონცხი, ციხის ძირი, გრიგოლეთი, ჩაქვი, გონიო, კვარიათი, შეკვეთილი, მალთაყვა, მახინჯაური, და სხვა. მათ შორის ყველას განსხვავებული დადებითი და სამკურნალო თვისებები აქვს. იმოგზაურეთ სქწართველოში და გაატარეთ დაუვუწყარი დღეები შავი ზღვის ულამაზეს სანაპიროზე.

კურორტები

კომენტარები