გუდაური სამთო-სათხილამურო კურორტი (თბილისიდან 120 კმ). გუდაური მდებარეობს კავკასიონის მთების სამხრეთ კალთაზე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან დაახლოებით 2200 მეტრ სიმაღლეზე. გუდაური თავის სტუმრებს ზამთარში სრული დასვენების ყველა შესაძლებლობას აძლევს. გუდაურში არის 12 თანამედროვე სათხილამურო ტრასა და დაღმართი - მოკლე სლალომის ბილიკებიდან 7 კილომეტრიან სათხილამურო ტრასამდე. დაღმართის ყველაზე მაღალი წერტილი 3250 მეტრის სიმაღლეზეა, საძელეს მთაზე. გუდაურშს გარდა სამთო-სათხილამურო ტრასებისა, ფუნქციონირებს შემდეგი გასართობი ობიექტები: რესტორნები, ღამის კლუბები, დახურული აუზები, ჩოგბურთის კორტები, ბოულინგ კლუბი.
საიტთან ურთიერთმოქმედების გასაუმჯობესებლად ვიყენებთ ქუქი ფაილებს. ამ საიტის მონახულების გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით ქუქი ფაილების გამოყენებას. ვრცლად