თბილისი საქართველოს დედაქალაქი დაარსებული მეხუთე საუკუნეში მეფე ვახტანგ გორგასლის მიერ, მისივე ანდერძის თანახმად მისმა ვაჟმა დაჩიმ სატახტო დედაქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა
თბილისი ოდითგანვე გამოირჩევა თავისი უნიკალური გეოგრაფიული ადგილმდებარეობით და შთამბეჭდავი ღირშესანიშნავი არქიტექტურული ნაგებობებით.
მათ შორის ღსანიშნავია მთაწმინდის პლატო საიდანაც საიდანაც იშლება მთელი ქალაქის არაჩვეულებრივი ხედი. მთაწმინდის პარკში განთვსებულია რეკრიაციული გათართობ-დასასვენებელი ზონა.
მთაწმინდის ქედზე მდებარეობს ერთ-ერთი ასურელი მამის წმინდა დავითის მიერ სენაკი-გამოკვეთილ გამოუქვაბულში და მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონი
თბილისის ბოტანიკური ბაღი, ყოფილი სამეფო ბაღი სადაც წარმოდგენილია მსოფლიოს იშვიათი ფლორის ნიმუშები მათ შორის წითელ წიგნში შეტანილი მცენარეები და ტროპიკული ორანჟერეა ასევე გამოირჩევა 1914 წელით დათარიღებელი ჩანჩქერზე გადასასვლელი თაღოვანი ხიდი
ნარიყალას ციხესიმაგრე როგორც ერთ-ერთი უძველესი ძეგლი საქართველოში აგებულია მეფე ვახტანგ გორგასლის მიერ მეხუთე საუკუნეში, თავისი რთული არქიტექტურული ნაგებობებით და გალავნით ასრულებდა როგორც თავდაცვით ასევე საცხოვრებელ კომპლექსს, მისი ადრეული ნაშთები დღემდეა შემორჩენილი ციხის კოშკის კედლებში
აბანოთუბანი, თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანი, საიდანაც ლეგენდის მიხედვით იწყება თბილისის ისტორია, ცნობილია თავისი ბუნებრივი ცხელი გოგირდის წყლებით და მასზე გაშენებული სამკურნალო გოგირდის აბანოებით
თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, ერთ-ერთი უახლესი არქიტექტურული ძეგლი და ამავე დროს ყველაზე დიდი ტაძრებს შორის საქართველოში აშენებულია 1995-2004 წლებში
საიტთან ურთიერთმოქმედების გასაუმჯობესებლად ვიყენებთ ქუქი ფაილებს. ამ საიტის მონახულების გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით ქუქი ფაილების გამოყენებას. ვრცლად