ალავერდი - შუამთა

ᲐᲚᲐᲕᲔᲠᲓᲘ - ᲨᲣᲐᲛᲗᲐ

ფასი ერთ ადამიანზე ერთი დღის განმავლობაში 15 ადამიანის ჯგუფიდან

50.99

ფასი ერთ ადამიანზე ერთი დღის განმავლობაში 8 ადამიანის ჯგუფიდან

63.99

ფასი ერთ ადამიანზე ერთი დღის განმავლობაში 5 ადამიანის ჯგუფიდან

83.99

ფასი ერთ ადამიანზე ერთი დღის განმავლობაში 3 ადამიანის ჯგუფიდან

119.99

ინდივიდუალური ფასი

356.99

ძველი შუამთის მონასტერი მდებარეობს თელავიდან 7 კმ-ზე ტყის გარებოში შედგება სამი ეკლესიისგან და მოპირკეთებულია V საუკუნის ქრისტიანული არქიტექტურის ბაზილიკით, აშენებულია რიყის ქვით.

მის მახლობლად აგებულია XVI საუკუნით დათარიღებული აგურით ნაგები ჯვაროვან-გუმბათოვანია ახალი შუამთის ტაძარი, რომელიც მეფე ერეკლე II -ის მიერ არის განახლებული.

ახალი შუამთა-ღვთისმშობლის ხახუნის დედათა მონასტერი, აგებულია 16საუკუნის შუა ხანებში ლევან 2 მეფობის დროს , მისი მეუღლის დედოფალ თინათინის მიერ, რომელის იღიკვეცა მონაზვნად და აქაა დაკრძალული

ალავერდის ტაძარის კომპლექსი მდებარეობს ალაზნის ველზე, თოვლიანი მთების ფონზე, მონასტერი თარიღდება VI საუკუნით და წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდეს საეკლესიო ნაგებობას და კულტურულ ძეგლს.

ტაძრის კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარეობს მრავალი ისტორიული ნაგებობები: წმ. გიორგის ტაძარი, კარიბჭე, სასახლე, პალატის გალავანი, სამრეკლო, მარანი, აბანო

თანამადროვე თელავის ტერიტორიაზე პირველი დასახლება გვიანდელი ბრინჯაოს ხანით თარიღდება და ელინისტურ ხანაში განვითარდა, ხოლო ანტიკურ ხანაში წარმოიქმნა ქალაქის ტიპის დასახლება.

XII საუკუნეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრია და ქალაქის სტატუსი ენიჭება.

არქიტექტურული გათხრების შედეგად აღმოჩენილია ძველი და ახალი წელთაღრიცხვის I საუკუნეების ქვევრსამარხები.

თელავის ღირშესანიშნავია V-VI საუკუნეებით დათარიღებული ღვთაების ეკლესია, აგრეთვე XI საუკუნის ციხის გალავნის ნანგრევები, შემორჩენილია კოშკისებრი შენობა სადაც პირველ სართულზე სამლოცველოა,

ქალაქის ცენტრს ამშვენებს ბატონის ციხე, ერეკლე II მეფის ძეგლი და სხვა მრავალი ღირშესანიშნაობები.

სოფელი წინანდალი საუკუნეების მანძილზე ცნობილი, როგორც ჭავჭავაძეების სამამულო, სადაც დაიბადა XIX საუკუნის რომნტიკოსი და წინანდალის ღვინის მარანის დამმარსებელი ალექსანდრე ჭავჭავაძე. აქვე ჩაეყარა საფუძველი ევროპულად დამზადების ღვინის წარმოების ტექნოლოგიას. წინანდლის ღვინის მარანში დღეს-დღეობით ინახება უნიკალური ღვინის კოლექცია რომელიც 16500-მდე ბოთლს მოიცავს, ასევე ინახება 1841 წელს ალექსანდრეს მიერ ბოთლში ჩამოსხმული საფერავი.

12 ჰექტარზე განლაგებული, უნიკალური წინანდლის ბაღი, რომელიც მოწვეული ევროპელი დეკორატორებისგანაა გამშვენიერებული, სადაც ეგზოტიკური მცენარეთა მრავალფეროვნებაა მათ შორის: იაპონური ზღმარტლი, კომში, ტკბილი ჰოვენია, ხურმა, ზეთისხილი, ქაღალდის ხე, ახალ ზელანდიური ხილი, წაბლი, შინდი, წიწვოვნები, კორპის მუხა, ქაფურის ხე, დაფნა, ცხენისწაბლა, ხეშავი, ხეჭრელი, წყავი და ა.შ.

საიტთან ურთიერთმოქმედების გასაუმჯობესებლად ვიყენებთ ქუქი ფაილებს. ამ საიტის მონახულების გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით ქუქი ფაილების გამოყენებას. ვრცლად