ქუთაისი როგორც ქალაქი და სავაჭრო-კულტურული ცენტრის ისტორია თრიღდება ძვ. წ. III საუკუნით კოლხეთის სამეფო დედაქალაქად.
მისი მრავალი ღირშესანიშნაობებიდან გამოირჩევა: ბაგრატის ტაძარი, გელათის სამონასტრო კომპლექსი, მოწამეთა მონასტერი, პრომეთეს მღვიმე.
ბაგრატის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, აგებული გუმბათოვანი არქიტექტურული ეპოქის საწყის ეტაპზე 1003 წელს ქალაქ ქუთაისში, რომელიც მე-6 საუკუნის ბაზილიკის ნაშთია
ძეგლი ღირშესანიშნავია მდიდარული მორთულობით და დეკორატიული თაღებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია მოჩუქურთმებული კარიბჭეები, ორნამეტის გრაფიკულობა და დღემდე შემორჩენილი იატაკს მოზაიკა
ქ. ქუთაისის გელათის მონასტერი ხუროთმოძღვრული ძეგლი, ცნობილი როგორც უძველესი გელათის აკადემია, და კულტურული ცენტრი. დაარსებულია დავით აღმაშენებლის მიერ 1106 წელს და ამჟამად შესულია იუნესკოს მსოფლიო კულტურული ძეგლთა სიაში
ამჟამად ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ფილიალად ითვლება.
ღირშესანიშნავია რთული უჩუქურთმო დეკორატიული თაღედებით, ქართული ხელნაწერების დიდი ფონდის და ჭედური ხელოვნების ნიმუშების მფლობელი
მოწამეთა გალავნით შემორტყმული მონასტერო კომპლექსი ქუთაისთან ახლოს კლდოვან-ტყიან მთის ადგილზეა გაშენებული და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უძველესი ქართული კულტურის ძეგლია.
მონასტერი ღირშესანიშნავია შუა საუკუნეების არქიტექტურული ნაგებობებით, სამსართულიანი კოშკით, რომლის კედელში ჩასმულია რელიეფური ბოლნური ჯვარი.
ყოველწლიურად მონასტერში ტარდება დღესასწაული მოწამეთობა.
სათაფლიის გამოქვაბული, როგორც სახელმწიფო ნაკრძალი მდებარეობს ქუთაისთან ახლოს, სათაფლიის მთაზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.
ნაკრძალში ფუნქციონირებს ბიოსპელეოლოგიური მუზეუმი სადაც ინახება აქვე აღმოჩენილი ძუძუმწოვარა და მტაცებელი დინოზავრების უამრავი ნაკვალევი
პრომეთეს მღვიმე
პრომეთეს მღვიმე (გამოქვაბული) მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 147 მ. მისი მუდმივი ტემპერატურა 14°C-სს შეადგენს.
პრომეთეს მღვიმის ჯამური სიგრძეა 2900 მ,
საშუალო სიმაღლე 7 მ,
საშუალო სიგანე 10 მ,
ფართობი 29000 მ²,
მოცულობა 203000 მ³.
აღსანიშნავია მიწისქვეშა მდინარე რომელიც გასდევს მთელ სიგრძეზე და წყაროს სახით გამოედინება
მღვიმის 22 დარბაზიდან 6 განკუთვნილია მნახველებისთვის:
არგონავტების დარბაზი
კოლხეთის დარბაზი
მედეას დარბაზი,
სიყვარულის დარბაზი
პრომეთეს დარბაზი
საქართველოს ანუ იბერიის დარბაზი.
ტურისტული 1420 მეტრიანი ბილიკი ტბით ბოლოვდება. რომელზეც მსურველებს შეუძლიათ ნავით გაისეირნონ.
საიტთან ურთიერთმოქმედების გასაუმჯობესებლად ვიყენებთ ქუქი ფაილებს. ამ საიტის მონახულების გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით ქუქი ფაილების გამოყენებას. ვრცლად