ბოლნისის სიონი V საუკუნის ბაზილიკის არქიტექტურული ადრინდელი ფეოდალური ძეგლი რომელსაც ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის კატეგორიას მიეკუთვნება. ღიშესანიშნავია ქრისტიანული სიმბოლოს ჯვრის გამოსახულება ბოლნური ჯვრის დასახელებით.
დმანისის სიონი VI საუკუნის სამეკლესიიანი ბაზილიკის ტიპის ხუროთმოძღვრელი ძეგლი.არქიტექტურული განხრით ბოლნისის სიონს წააგავს. ძველი იერსახე დღემდე შეინარჩუნა ტაძრის შუა ნავმა, დანარჩენი ნაწილები ნაწილობტრივ გადაკეთებულია.
დამიანი საქართველოდან - ჰომო გეორგიკუსი. ქალაქ დმანისში, არქეოლოგიური გათხრების შედეგად სენსაციური აღმოჩენაა 1,8 მილიონი წლის წინანდელი პირველი ევროპელი ადამიანის ნაშთები. მეცნიერებმა მათ ზეზვა და მზია დაარქვეს. საერთაშოლისო მეცნიერების დასკვნით დმანისელი პირველი ადამიანია, რომელიც აფრიკის გარეთ ცხოვრობდა. მეცნიერების აზრით, ზეზვასა და მზიას წინაპრები 2 მილიონი წლის წინ გამოემართნენ აფრიკიდან კავკასიაში. დღესდღეობით პირველი ევროპელი ადამიანის სამშობლო დმანისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია მოქცეული.
დაშბაშის კანიონი
დაშბაშის კანიონი მდებარეობს დაშბაშის ლავურ მაღლობზე, ზღვის დონიდან 1110-1448 მ სიმაღლეზე. წალკის მუნიციპალიტეტში. რომლის ვულკანური ქანებიდან გამოედინება დიდძალი წყაროები რომლებიც თავისი თვალწარმტაცი ჩანჩქერებით სრულიად განსხვავებულ მიკროკლიმატს ქმნიან. დაშბაშის კანიონი შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში.
საიტთან ურთიერთმოქმედების გასაუმჯობესებლად ვიყენებთ ქუქი ფაილებს. ამ საიტის მონახულების გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით ქუქი ფაილების გამოყენებას. ვრცლად