მცხეთა საქართველოს ყოფილი დედაქალაქი და ძველი სამეფო სატახტო ქალაქი, მდებარეობს მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავთან და ისტორიული ძეგლებით შეტანილი იუნესკოს მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობათა სიაში, არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადგენილია მცხეთის სიძველე, როგორც სატახტო ქალაქი და სამაჭრო კულტურული ცენტრი, რომელიც თარიღდება ადრინდელი და შუა ბრინჯაოს ხანებით (ძვ. წ. III-II ათასწლეული). მართმადიდებლურ სამყაროში მცხეთა აღნიშნულია როგორც პატარა იერუსალიმი.
ჯვრის მონასტერი მცხეთაში, ერთ-ერთი უძველესი რელიგიური და ხუროთმოძღვრების ძეგლი, დათარიღებული IV საუკუნის პირველი ნახევრით და შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ღირშენაშნავია ჯვრის კვარცხლბეკზე ჩვენამდე შემორჩენილი ქართული ასომთავრული დამწერლობის უნიკალური ნიმუშები, რომლის ნაწილიც დაცულია სახელმწიფო მუზეუმში. იმდროინდელი ბაზილიკური არქიტექტურული ძეგლებისგან განსხვავებით გამოიჩევა ჯვარგუმბათოვანი ხუროთმოძღვრებით. ისტორიულ ცნობებზე დაყრდნობით ჯვრის მონასტრიდან სვეტიცხოვლის ტაძრამდე გადაჭიმული იყო ჯაჭვი, რითიც სარგებლობდნენ მონასტერში მოღვაწე ბერები.
სვეტიცხოველი-საქრთველოს უძველესი საკათედრო ტაძარია, აქ იკურთხებოდნენ საქართველოს მეფეები და მრავალი მეფის, სამეფო ოჯახების და საქართველოს პატრიარქთა განსასვენებელი. აგრეთვე ჩვენი მაცხოვრის უფალი იესო ქრისტეს კვართი, სამსჭავლი, ილია წინასწარმეტყველის ხალენი და სხვა სიწმინდეები
სამთავროს ჯვარგუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ძეგლი და საეპისკოპოსო ტაძარი მცხეთაში, არქეოლოგიური კვლევების შედეგად თარიღდება V საუკუნის დასაწყისით, რომლის ნანგრევებზეც აშენებულია XI საუკუნის პირველ ნახევრში. აქ განისვენებენ საქართველოს გამაქრისტიანებელი მეფე მირიანი და ნანა დედოფლი.
აღსანიშნავია რომ აქ განისვენებს XX სთუკუნის წმინდანის ბერი გაბრიელის უხრწნელი სხეული, რომელიც ამ ტაძრის გალავნში აშენებული XVIII საუკუნის კოშკში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
სამთავროს დედათა მონასტრის გალავანთან აგებულია წმ. ნინოს ეკლესია და დღემდე ხარობს მაყვლის ბუჩქი, სადაც ქართველთა განმანათლებელი წმ. ნინო ლოცულობდა
ქალაქი გორი-საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, 1801წელს ქალაქად გამოცხადდა სახეწოდებიდან ქალაქში აღმართულ კლდოვანი გორაკისაგან, რაზეც ძველი ციხე სიმაგრეა გაშენებული. ასევე გორში მდებარეობს საბჭოთა კავშირის ლიდერის იოსებ სატლინის სახლმუზეუმი, კლდეში ნაკვეთი ქალაქი, მე-7 საუკუნის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი.
უფლისციხე კავკასიის ერთ-ერთი უძველესი, ბრინჯაოს ხანის დასახლება, კლდეში ნაკვეთი ქალაქი და სავაჭრო ცენტრი, მდებარეობს ქ. გორის მიმდებარედ.
ისტორიულ წყაროებში პირველად VI- VII საუკუნეში მოიხსენიება, როგორც
უფლისციხის ხუროთმოძღვრული კომპლექსის კულტურულ წრეს განეკუთვნება.
ნაქალაქარის ტერიტორიაზე აგებულია IX-X საუკუნეებით დათარიღებული სამეკლესიიანი ბაზილიკა, რომელიც თავდაპირველი სახით არის შემონახული.
ატენის სიონი - VII საუკუნის ცენტრალურ-ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი. მდებარეობს გორის რაიონის ატენის ხეობაში.
ტაძრის კედლები მოხატულია ისტორიულიცნობების გამომხატველი ეროვნული ხასიათის ფრესკებით და ასომთავრულიწარწერებით
გორის ციხე —ისტორიული ციხესიმაგრეა ქალაქ გორში, რომელიც მდებარეობს მაღალ კლდოვან ბორცვზე.
არქელოგიური მონაცემებით დასტურდება ძვ.წ.1 ათასწლეულის ნასახლარი, აგრეთვე ასრულებდა სტრატეგიულ ფუნქციას 1801წ. ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთებისას აქ იდგა რუსეთის გრენადერთა ბატალიონი
საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ფუძემდებლის და ლიდერის, იოსებ სტალინის სახელ-მუზეუმი მდებარეობს ქალაქ გორში. გაიხსნა 1937 წელს, სადაც ინახება 60 000-მდე ექსპონატი. მუზეუმის კომპლექსში შედის სახლი სადაც დაიბადა და ბავშვობის წლები გაიარ, მისი პირადი ვაგონი, რომლითაც მოგზაურობდა და სხვა მისი პირადი ნივთები.
სტალინის ვაგონი.
საიტთან ურთიერთმოქმედების გასაუმჯობესებლად ვიყენებთ ქუქი ფაილებს. ამ საიტის მონახულების გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით ქუქი ფაილების გამოყენებას. ვრცლად