ბორჯომი ქალაქი და კურორტი საქართველოში, რომელიც გამოირჩევა თავისი უნიკალური ჰავით, ბალნეოლოგიური, ტალახით მკურნალობა, კლიმატოთერაპია, მინერალური წყლებით და სამკურნალო თვისებებით. აგრეთვე აღმოჩენილია I საუკუნის აბაზანის ნაშთები. ბორჯომის პარკში ფუნქციონირებს მინერალური წყლის საბადოები მნახველთათვის თავისუფალი წვდომით.
მწვანე მონასტერი წმინდა გიორგის IX საუკუნის ბაზილიკის ტიპის მონასტერი სამცხე-ჯავახეთის მხარის ბორჯომის მუნიციპალიტეტში
შემორჩენილია XVI საუკუნის ბერთა წამების სისხლიანი ქვების ნაშთები მდინარეში
რაბათის ისტორიული ციხე მდებარეობს ზღვის დონიდან 1000 მ სიმაღლეზე ახალციხის მუნიციპალიტეტში და მნიშვნელოვანი სავაჭრო, კულტურული ცენტრის სტატუსი ჰქონდა.
2011-2012 წლებში რეკონსტრუქციის შედეგად განახლდა ციხე-კომპლექსის გალავანი, ფაშა ჯაყელის სახელობის მეჩეთი და IX-X სს-ის მართლმადიდებლური ტაძარი.
ვარძია კლდეში ნაკვეთი ქალაქი, მნიშვნელოვანი პოლიტიკური, კულტურული, რელიგიური ცენტრი და ისტორიული ძეგლი XII-XIII საუკუნეებით დათარიღებული, მდებარეობს ასპინძის მუნიციპალიტეტში ჯავახეთში, ზღვის დონიდან 1300-1462 მეტრზე, თამარ მეფის დროინდელი სამეფო მონასტერი, რომელიც დიდ როლს თამაშობდა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში, მის წიგნთსაცავში ინახება XII საუკუნით დათარიღებული დასურათებული ხელნაწერები.
შუა საუკუნეების სპარსულ ისტორიულ ლიტერატურაში ვარძია მოიხსენება, როგორცსაკვირველება.
საიტთან ურთიერთმოქმედების გასაუმჯობესებლად ვიყენებთ ქუქი ფაილებს. ამ საიტის მონახულების გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით ქუქი ფაილების გამოყენებას. ვრცლად